კოჯრის ახალგაზრდული სოფელი

სახანძრო სიგნალიზაციის პროექტირება – ნამაი ვაკე
ოქტომბერი 22, 2019
სრული ვენტილაციის სისტემის პროექტირება თბილისის ავტო ბაზა N2-ისათვის
ნოემბერი 29, 2018
  • Taskდაბა კოჯორში, იუნკერთა ქ.№38-ში ასაშენებელი ახალგაზრდული სოფლის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა

Saxon-ის გუნდი მუშაობს კოჯრის ახალგაზრდული სოფლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე IDAAF არქიტექტორებთან თანამშრომლობით. საპროექტო ტერიტორია დაახლოებით 40 000 კვმ-ია, სადაც ხორციელდება არსებული შენობის (ყოფილი ბავშვთა სახლი) სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროექტირება. პროექტის თანახმად ტერიტორიაზე ხორციელდება ორ სართულიანი მულტი ფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ფიფას სტანდარტების შესაბამისი დახურული საფეხბურთო მოედნის, დახურული კალათბურთის მოედნის, დახურული საცურაო აუზისა და ფიტნეს სივრცის მოწყობას. პროექტის თანახმად ტერიტორიაზე ასევე ხორციელდება ორ სართულიანი ტექ.ლაბისა და მედიათეკის შენობის მშენებლობა, რომელიც თავის თავში მოიცავს, ხმის ჩამწერ სტუდიას, ახალგაზრდულ კლუბს და ა.შ. ახალგაზრდული სოფლის პროექტის თანახმად ბენეფიციართა განსათავსებლად ტერიტორიაზე ხორციელდება 7 საცხოვრებელი ხის კოტეჯის მშენებლობა, რომლებიც სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ადაპტირებული იქნება შშმ. პირთათვის; ტერიტორიის დაგეგმარება პროექტის თანახმად ხორციელდება ისე, რომ იგი მოიცავს მოქნილ და კომფორტულ ბილიკებს, საპარკინგე სივრცეებს, ახალი მწვანე ნარგავების დარგვას, ღია გარე სპორტულ მოედნებს, საჩრდილობლებს, ამფითეატრის მოწყობას და ა.შ. კოჯრის ახალგაზრდული სოფლის პროექტი სრულიად უპასუხებს ყველა გამოწვევას ენერგო ეფექტურობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით.

kojori
KYV-02
KYV-04
KYV-03
KYV-01
ქართული